როგორ შევამციროთ სარემონტო ხარჯები
სარემონტო სამუშაოები ყოველთვის მოითხოვს დროს, ფინანსებს და ენერგიას, მოგეხსენებათ ბაზარი გაჯერებულია სამწუხაროდ არაპროფესიონალებით, რომელთა დაშვებული შეცდომა ხშირად თავისტკივილი ხდება ჩვენთვის და იწვევს ფინანსურ დანაკარგებს რათქმაუნდა დროსთან ერთად.
ამ სტატიაში შევეცდები ავღწერო ძირითადი ნიუანსები, რაც სარემონტო ხარჯებს გაუთვალისწინებლად გვიძირებს.
- სარემონტო სამუშაოს დაწყებამდე გირჩევთ ხელოსნებს წინასწარ შეუთანხმდე ყველა შესაძლო სამუშაოების გაწევაზე და ფასზე ამით თავიდან აირიდებთ მომავალში გაურკვევლობას
- სანამ რემონტზე გადახვალ ჯობია დიზაინერის მომსახურებით ისარგებლო, რომელიც გაამზადებს პროექტს და წინასწარ გარკვევით გეცოდინება შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი მიამრთულება
- არ გააკეთო ეკონომია ისეთ მასალებზე, რომლის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვევს ფუნდამენტურ გადაკეთებას.
- შპალერის ნაცვლად ჯობს გამოიყენო შესაღები ქაღალდი და საღებავი, ეს დაახლოებით 20% მდე შეამცირებს კოსმეტიკურ ხარჯებს.
- თაბაშირ-მუყაოს ნაცვლად უმჯობესია გამოიყენო გასაჭმი ჭერი, დაზოგავ დროს და დაახლოებით 25% ს
- სამშენებლო მასალები შეიძინე ერთად და მაოხდინე მისი ტრანსპორტირება ერთიანად, ეს შეგიმცირებს სატრანსპორტო ხარჯებს, ასევე ატანა ჩამოცლის მნიშნელოვან ნაწილს.
- შეიძინე სამშენებლო მასალები ისეთ მაღაზიებში, რომელსაც დაბალი ფასი აქვს მომსახურების ხარჯზე.
- დაელოდე მნიშვნელოვან ფასდაკლებებს.
- ის რისი გაკეთებაც შეგიძლია საკუთარი ხელებით ჯობს მაგაში დამატებით თანხა არ გადაიხადო
- და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, შეიძინე ისეთი სახლი, რომელიც არსებულ კონდიციამდე მაქსიმალურად იდეალურად არის შესრულებული.
გისურვებ წარმატებას და ბედნიერ რემონტს.