ხელოვნური ინტელექტი ინტერიერის დიზაინში

მოგესალმებით, ორი კვირის წინ დავაანონსეთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ჩვენს სტუდიაში, რის შემდეგ მოყვა ბევრი გამოხმაურება და ხალხი გამუდმებით გვწერდა, რომ ხელოვნური ინტელექტი სწორედ ეს არის, ის ჩაანაცვლებს ყველა იმ ადამიანს ვისი სამუშაო გონებრივია და არა ფიზიკური.

რა არის ხელოვნური ინტელექტი?

ხელოვნური ინტელექტი ალბათ 21 საუკუნის ყველაზე დიდი მიღწევაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობა გაცილებით ადრე დაიგეგმა. მას შეუძია კონკრეტული სააზროვნო ამოცანების გადაწყვეტა ისე, როგორც ადამიანს, მასში რატქმაუნდა მიმდინარეობს ციფრული მათემათიკური გამოთვლები მაგრამ ჩვეულებრივი პროგრამისგან მისი განმასხვავებელი ძირითადი არსი არის აზროვნება, ანუ გადაწყვეტილების ავტონომიურად მიღების შესაძლებლობა.

ამ სტატიაში განხილულია მხოლოდ ძირითადი არსი და კონკრეტულად რა სამუშაოების შესრულება შეუძლია ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ხელოვნურ ინტელექტს.

რატომ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს?

ხელოვნურ ინტელექტს გააჩნია საკუტარი აზროვნება და  გ ე მ ო ვ ნ ე ბ ა, სწორედ მის გემოვნებას ვიყენებთ ჩვენ, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს გემოვნება, არამედ მას შეუძია გემოვნებით და მათემათიკური სიზუსტით მივიდეს იდეალურ შედეგამდე.

რაშ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს? 
ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ ძირიტადად ბინის გეგმარებისას, მას ვაწვდით პროექტის სახით ბინის პერიმეტრს და ის გვთავაზობს ფაქტიურად ყველა შესაძლო ვარიანტის გეგმარებას, რომელიც გამყარებულია გემოვნებით და იცავს სტანდარტებს, ის ითვალისწინებს აბსოლიტურად ყველაფერს.

ჩვენ ვართ ერთადერთი დიზაინერებთა ჯგუფი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ ამ მომსახურებას და გაწვდით ყველა შესაძლო კომბინაციას გეგმარების მიმართულებით, უახლოეს მომავალში იგეგმება უშუალოდ 3D დიზაინის საპილოტე საცდელ პროგრამად ჩაშვება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. აუცილებლად შეგატყობინებთ მიმდიანრე სიახლეებს.